logo

თავშესაფარი "Ulubele"

flag

Līči

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

cameras
cameras

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

Large Package 10kg+14l

50,00€

Small Package 400g+6*70g+1pc

10,00€

Medium Package 2kg+5kg+12*70g

25,00€

სანიტარული ქვიშა კატისთვის (14ლ)

13,39€

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (10kg)

39,99€

ბოლო შესყიდვა

Product ელ-ფოსტის მისამართი:
1

დაკონსერვებული საკვები კნუტებისთვის

i****t@inbox.lv
2

Small Package

დაკონსერვებული საკვები ძაღლებისთვის

დაკონსერვებული საკვები კნუტებისთვის

u****e@inbox.lv

თავშესაფრის შესახებ

მოგვწერეთ შეცდომის შემთხვევაში !

EMBED

General camera

Camera number 1

Camera number 2

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

“Dzīvnieku pansija Ulubele”-ს (ულუბელეს ცხოველთა თავშესაფარი) არაკომერციული საზოგადოება დაარსდა 2005 წელს და დღეს ის ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი თავშესაფარია ლატვიაში. ორგანიაზაციის მიზანია დაიცვას ცხოველთა უფლებები და დაეხმაროს მათ, ვისაც ჯერ არ აქვს ნაპოვნი ახალი სახლი – მის მოძებნაში- თავშესაფრის თანამშრომლებისა და მოხალისეთა დახმარებით, რომლებიც თავის მხრივ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ცხოველების დაბინავება. ამჟამად “Ulubele”-ს თავშესაფარში 300-მდე ცხოველია დაბინავებული: აქედან დაახლოებით 200 მათგანი ძაღლია, ხოლო 100

წაიკითხეთ მეტი

“Dzīvnieku pansija Ulubele”-ს (ულუბელეს ცხოველთა თავშესაფარი) არაკომერციული საზოგადოება დაარსდა 2005 წელს და დღეს ის ერთ-ერთი უდიდესი და ცნობილი თავშესაფარია ლატვიაში. ორგანიაზაციის მიზანია დაიცვას ცხოველთა უფლებები და დაეხმაროს მათ, ვისაც ჯერ არ აქვს ნაპოვნი ახალი სახლი – მის მოძებნაში- თავშესაფრის თანამშრომლებისა და მოხალისეთა დახმარებით, რომლებიც თავის მხრივ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ცხოველების დაბინავება. ამჟამად “Ulubele”-ს თავშესაფარში 300-მდე ცხოველია დაბინავებული: აქედან დაახლოებით 200 მათგანი ძაღლია, ხოლო 100 კატა. თავშესაფარი ყოველთვის მზადაა მიიღოს ახალი ბინადრები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა თავშესაფრებიდან არიან გადმოყვანილნი და რომელთა ნახვაც შეგიძლიათ პირდაპირი ჩართვების საშუალებით.
თავშესაფარის საზოგადოების მიზანია:
1. სიცოცხლის ბოლომდე აღმოუჩინოს დახმარება იმ ცხოველებს, რომლებისთვისაც ვერ ხერხდება ხანგრძლივვადიანი საცხოვრებელი ადგილის პოვნა ამა თუ იმ მიზეზების გამო.
2.გამოავლინოს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება თითოეული ცხოველის მიმართ, მიუხედავად ჯიშისა, ასაკისა, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
3. აქტიურად ადევნონ თვალყური ცხოველების კეთილდღეობის ნორმებს მათი ყოფის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. 4. ცნონ ცხოველები ბუნების მნიშვნელოვან ნაწილად და შეუქმნან მათ და ადამიანებს ერთნაირი საცხოვრებელი პირობები. საზოგადოება ყოველთვის მგრძნობიარეა თავისი საქმიანობის მიმართ. დაარსების დღიდან მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საქველმოქმედო ღონისძიებასა და საქმიანობაში, თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, რომლებსაც იგივე მიზანი ამოძრავებთ, რაც მათ – ცხოველთა დახმარება. ყველაზე პოპულარული ღონისძიებების რიცხვშია საზაფხულო სამუშაოები (“Vasaras lielais darbs”) , რომელიც 2016 წლის ივლისში ჩატარდა და ათასზე მეტი მოხალისე მოიცვა – რეკორდი, რომელიც ჯერ არცერთ სხვა ლატვიურ თავშესაფარს არ დაუმყარებია.
“Ulubele”-ს თავშესაფარი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია მოხალისეების, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა და ცხოველების მოყვარულთა მხრიდან. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს იმას რომ, მათ არ სჭირდებათ დახმარება: თავშესაფარს ყოველთვის სჭირდება ცხოველებისთვის საკვები და სხვა პროდუქტები, რომლთა შეძენაც შესაძლებელია Animals Life Net-ზე! შედი ონლაინ მაღაზიაში პირდაპირი ჩართვის ქვემოთ, შეიძინე საჭირო პროდუქტები და გააზიარე ინფორმაცია თავშესაფრის შესახებ სოციალურ მედიაში!

დამალვა

თავშესაფარი "Ulubele"

flag

ლატვიის, Līči