logo

კატები „Labās mājas”-ს თავშესაფარში

flag

Riga

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

cameras
cameras

კატები „Labās mājas”-ს თავშესაფარში

flag

ლატვიის, Riga

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

 

ცხოველთა თავშესაფარი „Labās mājas” გაიხსნა რიგის გარეუბანში, ჯუგლას ტერიტორიაზე 2010 წელს და ამ ხნის განმავლობაში ის 60-ზე მეტი კატისა და ძაღლის საცხოვრებელ ადგილად იქცა. თავშესაფრის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის “Jugla dzīvnieku aizsardzības grupa”-ს (ჯუგლას ცხოველთა დაცვის ჯგუფი) საზოგადოებას, რომელიც 2000 წელს დაარსდა და ხელმძღვანელობას უწევდა ძაღლების თავშესაფარს 1999 წლიდან, რომელიც ითვლება ლატვიის უძველეს ცხოველთა კეთილდღეობისათვის გაერთიანებულ ჯგუფად. ამ დროის განმავლობაში მათ შეძლეს 4000-მდე უსახლკარო და ტრამვირებული ძაღლისა და ლეკვისათვის ეპოვათ მუდმივი საცხოვრებელი.

გარდა ციფრული მაჩვენებლებისა, სამუშაოსადმი ინოვაციური მიდგომა არის ის, რაც „Labās mājas” -ს გამოარჩევს სხვა თავშესაფრებისაგან – 2003 წელს ის პირველი ლატვიური თავშესაფარი იყო, რომელმაც რიგის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე ფართოდ გამოყენებადი “Trap-Neuter-Return” პროგრამით სარგებლობა , რომლის მიზანია უსახლკარო კატების სტერლიზება. აღიშვნას არ საჭიროებს იმის თქმა, რომ ამის შემდეგ რიგის ქუჩებში უსახლკარო ცხოველების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. თავშესაფარი დღესდღეობით კვლავ განაგრძობს ამ პროგრამით სარგებლობას და ის ცხოველების კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცველია.

ეს თავშესაფარი სხვა ლატვიური თავშესაფრების სრულუფლებიანი წარმომადგენელია მთელ მსოფლიოში, რომელიც გაწევრიანებულია როგორც WSPA-ში (ცხოველთა დაცვის საზოგადოება), აგრეთვე RSPCA-ში (სამეფო საზოგადოება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ), რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა მიმართ გამოვლენილი ბოროტების შეჩერებისადმი მიმართულ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამ ორგანიზაციების ხედვებს იზიარებენ „Labās mājas”-ს თავშესაფრის ადმინისტრაცია, მუშები და მოხალისეები.

თავშესაფარი ყოველთვის დაკავებულია ცხოველებისათვის მუდმივი საცხოვრებლის მოძიებით, თუმცა ისინი ყოველთვის პოულობენ დროს შინაური ცხოველის აყვანაში დასახმარებლად. გასაკვირი არაა, რომ თავშესაფარს მუდმივად ესაჭიროება ყოველდღიური ნივთები და პროდუქტები, როგორებიცაა: მშრალი და დაკონსერვებული საკვები, სანიტარული ქვიშა კატებისათვის და სხვა, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე.
არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს „Labās mājas”-ს თავშესაფრის შესახებ და თავადაც დაეხმაროთ მათ!

ბოლო შესყიდვა

Product ელ-ფოსტის მისამართი:
1

დაკონსერვებული საკვები კატებისთვის

a****9@mail.ru
2

Small Package

N****o@email.com

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

Large Package 10kg+14l

50,00€

Small Package 400g+6*70g+1pc

10,00€

Medium Package 2kg+5kg+12*70g

25,00€

სანიტარული ქვიშა კატისთვის (14ლ)

13,39€

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (2kg)

11,50€