logo

ცხოველთა სარეაბილიტაციო ცენტრი “Dobry Dom”

flag

Khabarovsk

ცხოველთა სარეაბილიტაციო ცენტრი “Dobry Dom”

flag

რუსეთი, Khabarovsk

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

“Dobry Dom” უსახლკარო ცხოველების დაცვაში ჩართული რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციაა ხაბაროვსკში, რომელიც 2007 წლის აგვისტოში დაარსდა. ორგანიზაცია ძირითადად ორიენტირებულია მძიმე მდგომარეობაში მყოფი უსახლკარო ცხოველების დახმარებაზე. “Dobry Dom” უზრუნველყოფს ცხოველებისათვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, დროებით საცხოვრებელ ადგილსა და ეხმარება მათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის პოვნაში. ორგანიზაციის შემოსავლის წყაროა კერძო შემოწირულობები და სასპონსორო თანხები.

“Dobry Dom”-ს არ გააჩნია თავშესაფარი, სპეციალური ტერიტორია, ან ოფისი. ორგანიზაცია სარგებლობს ე.წ. “”დროებითი თავშესაფრების”” მომსახურეობით. დროებითი თავშესაფარი უზრუნველყოფს მოკლევადიან საცხოვრებელს ცხოველებისათვის მანამ, სანამ მათი აყვანა არ მოხდება. გამომდინარე იქიდან, რომ თავშესაფრის შესაძლებლობები შეზღუდულია, ორგანიზაცია პატრონობს მხოლოდ ტრავმატოლოგიური პრობლემების მქონე ცხოველებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ღია ცის ქვეშ დარჩენა და საკუთარი თავის რჩენა. ესენი არიან ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავებული, მოტეხილობების, ღია იარების მქონე, ან დაჭრილი ცხოველები.

ამჟამად თავშესაფარი პატრონობს 50-მდე ცხოველს (ძაღლებსა და კატებს), რომელთა უმრავლესობა დაქირავებულ სივრცეში სახლობს, რაც დაახლოებით 4000-მდე რუბლი ჯდება ყოველთვიურად (გარდა მედიკამენტებისა და ვეტერინალური მომსახურეობის ხარჯებისა). ზოგიერთი ცხოველი დაბინავებულია ღია თავშესაფრებში, თუმცა “Dobry Dom” მათაც ეხმარება ფინანსურად. ასეთ თავშესაფრებს ორგანიზაცია ეხმარება საკვებით, მედიკამენტებითა და სხვა აუცილებელი ნივთებით.

“Dobry Dom”-ის მიერ შეფარებულ თითოეულ ცხოველს უნიკალური ისტორია აქვს ტკივილისა და ტანჯვის თვალსაზრისით. ბევრი მათგანი დასახიჩრებულიც იყო; ზოგიერთი მათგანი ჯერ ისევ მკურნალობის ქვეშაა, რამდენიმე მათგანი კი, მთელი ცხოვრების მანძილზე მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ უნდა იყოს. იმისათვის, რომ იხილოთ თითოეული ცხოველის ისტორია, საჭიროა ესტუმროთ ამ ორგანიზაციის ვებ გვერდს.
ორგანიზაციას ჰქონდა თავისი საკუთარი პროგრამა: ცხოველთა პრეფერენციული სტერილიზაცია. ამ პროგრამის დახმარებით 2014-2016 წლებში 1000-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზაცია.
“Dobry Dom”-ის მიხედვით, ეს ერთადერთი ჰუმანური ფორმაა უსახლკარო ცხოველების რაოდენობის გასაკონტროლებლად. მიუხედავად ამისა, ფინანსური დახმარების სიმცირისა და ვეტერინარული მომსახურეობის სიძვირის გამო, ორგანიზაცია იძულებული გახდა შეეჩერებინა პროგრამა. სწორედ ამის გამო, “Dobry Dom”” და Animals Life NET ერთად მოუწოდებენ ადამიანებს, ვისთვისაც არ არის სულერთი უსახლკარო ცხოველების ბედი, რომ წვლილი შეიტანონ ცხოველთა სტერილიზაციის პროგრამის დაფინანსებაში.

ბოლო შესყიდვა

Product ელ-ფოსტის მისამართი:
1

დაკონსერვებული საკვები კატებისთვის

d****o@gmail.com
2

მშრალი საკვები ძაღლებისთვის

b****a@yandex.ru

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (2kg)

Highly digestible dry food, rich in tasty turkey and rice. The selected protein sources help food intolerance and omega 6 fatty acids support healthy skin and fur.

11,50€

დაკონსერვებული საკვები კატებისთვის (1,2kg)

Canned food with high-quality and natural ingredients, with at least 70% meat and free from preservatives and additives. Available in a variety o

5,99€

დაკონსერვებული საკვები კატებისთვის (2,4kg)

Natural wet cat food with a minimum 70% meat and fish content. It is gluten-free and full of nutrients, containing no artificial additives & available in a range of delicious, mouth-watering flavours.

9,99€

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (10kg)

Dry food specially designed for fussy or sensitive cats, rich in salmon and with easily digestible ingredients. It has an optimum calcium-phosphorus content for prophylaxis against urinary stones.

37,99€