logo

"Dog Rescue" თავშესაფარი

flag

Bucharest

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

cameras

"Dog Rescue" თავშესაფარი

flag

რუმინეთი, Bucharest

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

22012 წელს დრ. რუდი და გაროფიტა ჰოფმანებმა, რომლებიც მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე ცხოველების მოყვარულები და ვეტერინარები იყვნენ, გაანალიზეს ცხოველების მდგომარეობა და კეთილდღეობა რუმინეთში და გადაწყვიტეს გაეხსნათ ცხოველთა სამაშველო ორგანიზაცია რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში.
პროექტი “Dog Rescue” შეიქმნა რუმინეთში ცხოველების სიყვარულიდან და მაწანწალა ცხოველებისადმი არსებული სიბრალულიდან გამომდინარე. თითქმის არანაირი დახმარებითა და მხოლოდ მინიმალური ფინანსებით შეიქმნა პროექტი, რომელიც ამჟამად უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ცხოველთა კეთილდღეობის საზოგადოებების მხრიდან როგორც რუმინეთში, აგრეთვე მთელს ევროპაში. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, პროექტს მაინც ესაჭირეობა იმ ადამიანების დახმარება, ვისაც ნამდვილად უყვარს ცხოველები, რადგან თავშესაფარი არ იღებს არანაირ დახმარებას, ან სუბსიდიებს რუმინეთის მთავრობისაგან.
ორგანიზაციას აქვს რამოდენიმე ობიექტი:
1. ბუქარესტსა და ბრაილაში არსებულ თავშესაფრებს თავისუფლად შუძლიათ დაიტიონ 700-800 ძაღლი. ორივე შესაფარი მუშაობს მხოლოდ მაწანწალა ძაღლებზე და უზრუნველყოფს მათ საკვებით, წყლით, თავშესაფრით, სამედიცინო დახმარებითა და საზოგადოებაში რეაბილიტაციით.
2.ბუქარესტის ვეტ. კლინიკა მკურნალობს გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებებს: მოტეხილობებს, ჭრილობებს, დაავადებებს, უტარებს ყველანაირ გამოკვლევას ცხოველებს. ამ კლინიკის სპეციალისტებს შეუძლიათ ჩაატარონ ოპერაციები მოტეხილობების შემთხვევაში, აკეთებენ პლასტიკურ ოპერაციასაც, უზრუნველყოფენ ყველანაირი ტიპის ვაქცინაციას, სტერილიზაციას, სნეპ-ტესტებს (4DX ლეიშმანიოზზე), ექოგრაფიასა და სტომატოლოგიურ პროცედურებს. მათ აგრეთვე აქვთ ცხოველთა პოლიკლინიკაც, რომელსაც Turbo Pet-ი ჰქვია და რომელიც უზრუნველყოფს უნიკალურ შესაძლებლობას გადაარჩინოს და შეიფაროს ცხოველები, როდესაც მათი შეფარება არვის შეუძლია.
ორგანიზაციის მეპატრონეები და იქ მომუშავე მოხალისეები 100%-ით ჩართულნი არიან სამუშაოში და ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ გაჭირვებაში მყოფ ძაღლებს. სწორედ ამ თავშესაფარში და მისივე პოლიკლინიკაში დაბინავებული ცხოველების რაოდენობა ხდის ამ ორგანიზაციას უდიდესს მთელს რუმინეთში.
თავშესაფარი თავს ირჩენს მხოლოდ სხვა ცხოველების მოყვარული ადამიანების დახმარებით, ამიტომ თუ გსურთ დაეხმაროთ ორგანიზაციას, რათა მან გააუმჯობესოს ქვეყანაში უპატრონო ძაღლების მხრივ არსებული მდგომარეობა, დაეხმარეთ მათ! ნახეთ, თუ რა ტიპის პროდუქტები ესაჭიროებათ მათ, შეიძინეთ ისინი მათთვის და უყურეთ თავშესაფრიდან პირდაპირი ჩართვის ვიდეოს. თქვენს მიერ შეძენილი ყველა პროდუქტი პირდაპირ დანიშნულების ადგილზე იქნება მიტანილი.

ბოლო შესყიდვა

Product ელ-ფოსტის მისამართი:
1

მშრალი საკვები ძაღლებისთვის

m****0@gmail.com
2

“Dog Rescue” თავშესაფარი

c****6@yahoo.com

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (10kg)

Dog food for adult dogs highly nutritious salmon and rice for a healthy diet, with beneficial vitamins and minerals

39,99€

დაკონსერვებული საკვები ძაღლებისთვის (4,8kg)

11,70€

მშრალი საკვები ლეკვებისთვის (15 kg)

Dry food for puppies. Made with 70% meat, fish and other fresh ingredients. Natural nutrients aid healthy development. Wheat & gluten-free.

39,00€