logo

თავშესაფარი Tallinn

flag

Tallinn

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

cameras
cameras

თავშესაფარი Tallinn

flag

ესტონეთი, Tallinn

თავშესაფარი 2016 წლის 1-ელ ივლისს გაიხსნა ტალინში, რომლის შენობაც ტალინის მუნიციპალიტეტის შემოწირულობით იქნა აშენებული. თავშესაფარი იმართება ცხოველთა გადარჩენაზე ორიენტირებული ესტონური ორგანიზაციის, Varjupaikade-ს მიერ, რომელმაც მუშაობა 2007 წელს დაიწყო და ტალინის გარეთ 6 თავშესაფარს აერთიანებს: ვილჯანდში, პარნუში ,ვალგაში, ვირუში, ვირუმააში და ლანემააში.
ორგანიზაციის მთავარი მიზანია დაეხმაროს დაკარგულ ძაღლებს თავიანთი სახლების მოძებნაში, ან მოიძიოს ახალი საცხოვრებელი ადგილები ოთხფეხა მეგობრებისათვის და ამავდროულად, აღმოუჩინოს მათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება და მაქსიმალურად შეამციროს უსახლკარო ცხოველების რიცხვი ესტონეთში.
ორგანიზაცია აგრეთვე ცდილობს შეამციროს ქუჩაში დაბადებულ ლეკვებთა რიცხვი არა მხოლოდ მათი სტერილიზაციის საშუალებით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზითაც სტერილიზაციის მნიშვნელობაზე სხვადასხვა კამპანიების მეშვეობით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტები დახმარებას უწევენ თავშესაფარს ცხოველების მიკროჩიპებით აღრიცხვის კამპანიის ფარგლებში. როგორც წესი, ყველა ცხოველი, რომელიც ამ თავშესაფარში ხვდება , იღებს ანტი-პარაზიტულ აცრას, ხდება მისი ვაქცინაცია და დაჩიპვა. აგრეთვე ყველა აყვანილი ცხოველი სტერილიზდება, ან უტარდება კასტრაცია.
ძაღლებისა და კატების გარდა ტალინში არსებული Varjupaikade-ს წევრი თავშესაფარი იფარებს კურდღლებს, ზღვის გოჭებსა და სხვა ცხოველებს, რომლებიც აგრეთვე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ამ გარემოში!

ბოლო შესყიდვა

Product ელ-ფოსტის მისამართი:
1

დაკონსერვებული საკვები კნუტებისთვის

a****9@mail.ru
2

მშრალი საკვები კნუტებისთვის

N****o@email.com

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

Large Package 10kg+14l

50,00€

Small Package 400g+6*70g+1pc

10,00€

Medium Package 2kg+5kg+12*70g

25,00€

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (2kg)

11,50€

მშრალი საკვები კნუტებისთვის (2kg)

12,99€