logo

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

flag

Tbilisi

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

cameras
cameras
cameras
cameras
cameras
cameras
cameras
cameras

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

flag

საქართველო, Tbilisi

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

ცხოველთა თავშესაფარი 2004 წლის სექტემბერში დაარსდა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიერ. ამ წლების განმავლობაში თავშესაფარს მრავალი საინტერესო და დაუჯერებელი ისტორია გადახდა თავს, რაც კი შეიძლება გადახდენოდა ცხოველთა თავშესაფარს.
მისი არსებობის მანძილზე თავშესაფარი მრავალჯერ აღმოჩენილა სირთულეების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავშესაფარი ალტრუისტული შინაარსის მატარებელია, მისი მოხალისეები ხშირად აწყდებოდნენ წინააღმდეგობებს საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან. ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლობდნენ, გამუდმებით წერდნენ საჩივრებს თავშესაფრის წინააღმდეგ, რის გამოც მთავრობამ ის საერთოდ არ დააფინანსა. საბედნიეროდ, თავშესაფარს არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა, ხოლო ბნ. თამაზს მისი დაფინანსება.
ქართველი საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ თავშესაფრის დამფუძნებელი მუდმივად იბრძვის სამართლიანობისათვის. თუმცა, ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნა შემობრუნებული, როდესაც 2010 წელს ის დაკავებულ იქნა მთავრობის მიერ. განთავისუფლების შემდეგ ბნ. თამაზმა გაათმაგებული ენერგიით განაგრძო თავისი საქმიანობა. თავშესაფრის ტერიტორიაზე მან ააშენა კინოთეატრი, სადაც სკოლის მოსწავლეებს უფასოდ შეეძლოთ ენახათ კინოსეანსები ძაღლების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ბავშვებში ცხოველებისადმი სიყვარულის, ზრუნვისა და ლოიალური დამოკიდებულის წახალისებასა და გაღვივებას.
საუბედუროდ, 2015 წელს თბილისს დიდი წყალდიდობა დაატყდა თავს, რომლის დროსაც თბილისის ზოოპარკის ბინადრების ნახევარი განადგურდა. მან დამანგრეველი გავლენა იქონია თავშესაფარზეც. როგორც ბნ. თამაზმა ქვა: „ადამიანები დამარცხდნენ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში. 2015 წლის 13 ივნისს კი უბედურება დამატყდა თავს. მდინარემ წამართვა 10 ყავისფერი დათვი და 300-მდე ძაღლი“.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი განადგურდა და თავშესაფრის ტერიტორია სტიქიის ზონად გამოცხადდა, თავშესაფრის მეპატრონე მაინც არ დანებდა. მან თავიდან დაიწყო თავშესაფრის მშენებლობა სხვა ადგილზე. ახალი, ევროპული სტანდარტების შესატყვისი თავშესაფრის მშენებლობა ერთ წელში დასრულდა. ის აღჭურვილია კლინიკითა და სარეაბილიტაციო ოთახებით, აგრეთვე ღია და დახურული სათავსოებით. ახალი კინოთეატრის შენობის გეგმა უკვე არსებობს, რომელიც მომავალში თავისი წინამორბედის მსგავსი მიზნის მატარებელი იქნება.
ამჟამად თავშესაფარში ცხოვრობს 343 ძაღლი, 58 ლეკვი და 2 ყავისფერი დათვი. თავშესაფრის თანამშრომლები რეგულარულად სტუმრობენ თავშესაფრიდან მზრუნველობის ქვეშ გასხვისებულ ძაღლებს. იმ შემთხვევაში, თუ ძაღლს არ აქვს შექმნილი მისთვის შესაფერისი პირობები, მაშინ მას უკან აბრუნებენ.
ადამიანები, როგორებიც არიან თამაზ ელიზბარაშვილი, თავშესაფარში დასაქმებული ადამიანები და მოხალისეები, არის იმის ნათელი მაგალითი, თუ რას ნიშნავს ცხოველებზე ზრუნვა ადამიანებისათვის მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეძლეს ამ წლების განმავლობაში არსებული პრობლემის ფონზე შეენარჩუნებინათ თავშესაფარი, წინ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

ბოლო შესყიდვა

Product ელ-ფოსტის მისამართი:
1

მშრალი საკვები ლეკვებისთვის

r****[email protected]
2

მშრალი საკვები ძაღლებისთვის

მშრალი საკვები ლეკვებისთვის

დაკონსერვებული საკვები ძაღლებისთვის

o****[email protected]

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (10kg)

Dog food for adult dogs highly nutritious salmon and rice for a healthy diet, with beneficial vitamins and minerals

25,00€

დაკონსერვებული საკვები ძაღლებისთვის (1,25kg)

2,10€

მშრალი საკვები ლეკვებისთვის (15 kg)

Dry food for puppies. Made with 70% meat, fish and other fresh ingredients. Natural nutrients aid healthy development. Wheat & gluten-free.

31,60€