logo

კერძო თავშესაფარი "Take a Friend Home"

flag

Bacau

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

cameras
cameras

კერძო თავშესაფარი "Take a Friend Home"

flag

რუმინეთი, Bacau

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

“TAKE A FRIEND HOME” თავშესაფარი ბაკაუში, აღმოსავლეთ რუმინეთში, 2006 წელს დაარსდა და ამჟამად უვლის 200-ზე მეტ ძაღლს, 80-ზე მეტ ლეკვსა და რამოდენიმე კატას. ორგანიზაცია არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მხოლოდ შემოწირულობებით ირჩენს თავს.
თავშესაფარში მხოლოდ 3 ადამიანი მუშაობს: ორ მათგანს ეხება ბინადრების სისუფთავეში ცხოვრება და თავშესაფრის მართვა, ხოლო მესამე პასუხისმგებელია ძაღლების სოციალიზაციაზე და პირადად ურთიერთობს თითოელ მათგანთან. რა თქმა უნდა თავშესაფარს ყოველთვის აკლია მოხალისეები, ამიტომ ადმინისტრაცია მუდმივად ეპატიჟება მოხალისეებს ცხოველების მოვლაში დასახმარებლად. ეს ორგანიზაცია “NO Kill” ტიპისაა ( „არ მოკლა ცხოველი“), რომელიც ამაყოფს 2000-ზე მეტი წარმატებული გაშვილების შემთხვევით, რომლის რაოდენობაც წინა წლების განმავლობაში სტერილიზებული ძაღლების რაოდენობას ორჯერ აღემატება.
თავშესაფარი აქტიურად თანამშრომლობს ბაკაუს ქალაქის საკონსულოსთან და ჩართულია მასობრივი სტერილიზაციის პროგრამაში “spay and return”, რომელიც ითვალისწინებს ველური და მაწანწალა ძაღლებისა და ოჯახებში დაბინავებული ცხოველების სტერილიზებას იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონეებს თავიანთი ხარჯებით არ შეუძლიათ ცხოველთა სტერილიზება.
თავშესაფრის მისიაა შეამციროს მაწანწალა ცხოველების რიცხვი მათთვის სტერილიზაციით, ან კასტრაციის, ან სხვა ადამაინური გზებით, რაც შეიძლება მეტი ძაღლისთვის მოძებნოს ახალი სახლი და ადამიანებში უფრო მეტად გააღვივონ სიყვარული და მზრუნველობის გრძნობა ცხოველების მიმართ, აამაღლონ საზოგადოების ცნობიერება, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და დაიცვან ისინი ცუდად მოპყრობისაგან.
როგორც რუმინეთის სხვა თავშესაფრებში, ამ თავშესაფარშიც ძალიან უყვართ თავიანთი საქმე და ცდილობენ მაქსიმალურად მეტი ცხოველის დახმარებას, თუმცა მათაც სჭირდებათ დახმარება. დაკვირდით გვერდის ქვემოთ მოცემული აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალს და შეიძინეთ ისინი მათთვის. თქვენ შეგიძლიათ ყველა მათგანის ონლაინ გზით შეძენა. შეძენილი პროდუქტები თქვენი ჩართულობის გარეშე იქნება მიტანილი თავშესაფარში. მოუყევით თქვენს მეგობრებს ჩვენი პროექტისა და ცხოველების ონლაინ გზით დახმარების შესაძლებლობის შესახებ რუმინეთში.

ბოლო შესყიდვა

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (10kg)

Dog food for adult dogs highly nutritious salmon and rice for a healthy diet, with beneficial vitamins and minerals

39,99€

დაკონსერვებული საკვები ძაღლებისთვის (4,8kg)

11,70€

მშრალი საკვები ლეკვებისთვის (15 kg)

Dry food for puppies. Made with 70% meat, fish and other fresh ingredients. Natural nutrients aid healthy development. Wheat & gluten-free.

39,00€