logo

La Marina ველური ცხოველების სამაშველო ცენტრი

flag

Alajuela Province, San Carlos

La Marina ველური ცხოველების სამაშველო ცენტრი

flag

კოსტა-რიკა, Alajuela Province, San Carlos

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

ცენტრი სრულიად შემთხვევით დაარსდა მრავალი წლის წინ. მიუკერძოებელი სიყვარული და პატივისცემა ბუნების მიმართ იყო ის, რამაც შთააგონა დამაარსებლები შეექმნათ ცენტრი: ეს იყო ნაპერწკალი, რომელმაც ბიძგი მისცა ამ პროექტს. თავდაპირველად ის იყო სამაშველო ცენტრი შეზღუდული ინფრასტრუქტურით პატარა, ველური ცხოველების დასახმარებლად, მაგრამ წლების განმავლობაში ველური ცხოველების დასახლებისა და უზრუნველყოფის საჭიროება იმხელა იყო , რომ რამოდენიმე წელში ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამაშველო ცენტრი გახდა ქვეყანაში, რომელსაც მოუწია საზოგადოებისათვის დაედგა მცირე ინსტალაციები არსებული ხარჯების დასაფარად. ცენტრი გახდა პირველი “ზოოპარკი” ქვეყნის ჩრდილოეთით. ამ დროისათვის სპეციალისტების რჩევით, ეკონომიკური მდგომარეობისა და MINAE ინსტრუქციების მიხედვით  ( სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც იცავს ფლორასა და ფაუნას) ცენტრს შესთავაზეს დაედგათ თითოეული სივრცისათვის გამოქვეყნებული ზომების შესაბამისი გალიები: სასურველი იყო გალიები დამზადებული ყოფილიყო რკინისაგან, ხოლო იატაკის საფარი ყოფილიყო ცემენტის. ამ მოთხოვნების მიზანი იყო შეენარჩუნებინათ სისუფთავის უმაღლესი დონე და შესაბამისად, თავი დაეცვათ ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. სამაშველო ცენტრში ნებისმიერი ძველი წესით შენარჩუნებული ინფრასტრუქტურის კვალი გამოწვეულია ეკონომიკური მდგომარეობით. გარდა ამისა, იურიდიულად, ეს უკანასკნელი ჯერ ისევ ოფიციალურ სტანდარტად ითვლება გარეული ცხოველების მოვლის სფეროში. ამჟამად უფრო ბუნებრივი შესაძლებლობებიც გახდა ხელმისაწვდომი. ისინი გასაოცრად პოზიტიურ შედეგებს იძლევიან , რომლებიც ავტორიზებულია MINAE-ს მიერ.

ცენტრის დაამაარსებლებს მტკიცედ სჯერათ, რომ რამოდენიმე წელში შეძლებენ უზრუნველყონ სრულფასოვანი და კარგი საცხოვრებელი პირობები შეფარებული ცხოველებისათვის, ხოლო მოგვიანებით ჩართონ პროგრამებში ბუნებრივ ყოფაში დასაბრუნებლად. იმედია, ქვეყნის სხვა სამაშველო ცენტრები და ზოოპარკები გადაიღებენ ამ მოდელს ტყვეობაში მყოფი ყველა ცხოველის სიცოცხლის პირობების გასაუმჯობესებლად.

ბოლო შესყიდვა

სხვა კამერები ამ თავშესაფარში

მშრალი საკვები ძაღლებისთვის (10kg)

Dog food for adult dogs highly nutritious salmon and rice for a healthy diet, with beneficial vitamins and minerals

39,99€