logo

დაწესებულება Bottyan Equus Hungaria

flag

Őrbottyán

დაწესებულება Bottyan Equus Hungaria

flag

უნგრეთი, Őrbottyán

დაეხმარე პროექტს Animalslife.NET

აირჩიეთ ერთჯერადი გადასახადის ოდენობა ან გამოწერა:

ყოველ თვე

ერთხელ

€1

€5

€10

€20

€25

€50

€100

amazon

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

aliexpress

დაეხმარეთ ცხოველებს

შეიძინეთ ჩვენთან ერთად

Bottyan Equus Hungaria საოჯახო დაწესებულებაა, რომელიც ოფიციალურად 2001 წელს დარეგისტრირდა. ეს ერთადერთი თავშესაფარია უნგრეთში, რომელიც სპეციალიზირდება მოხუცი, დაშავებული და დაჭრილი ცხენების გადარჩენაზე. ბევრმა ძაღლმა, კატამ და სხვა შინაურმა ცხოველმაც იპოვა სახლი ამ თაშესაფარში.
ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად მიზანს ისეთი ადგილების აღმოჩენა წარმოადგენს, სადაც ცხენებს ცუდ პირობებში ამყოფებენ, რის საფუძველზეც ზარალდება მათი ჯანმრთელობა , ზოგჯერ კი სიცოცხლეც.
თავშესაფარი ცდილობს აამაღლოს მოსახლეობის განათლების დონე და დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, რომ ცხოველებიც ისევე გრძნობენ, განიცდიან, იტანჯებიან და უყვართ, როგორც ადამიანები. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ როგორ უნდა მოუაროს ცხოველებს, შეისწავლონ მათი ქცევები, დაიცვან და მოუარონ მათ.
ცხოველთა გადარჩენის, მათი რეაბილიტაციისა და გაშვილების ორგანიზების გარდა, თავშესაფრის ძირითად მიზანს წარმოადგენს ბავშვების , მოზარდებისა და ზრდასრული ადამიანებისათვის ბუნებისა და ცხოველების პატივისცემის სწავლება.
გარდა ენთუზიაზმისა, ამ მისიის შესასრულებლად ფინანსური სტაბილურობაც აუცილებელია, განსაკუთრებით ასეთი მცირე, ოჯახური ტიპის, არაკომერციული დაწესებულებისათვის.
სხვა გეგმებთან ერთად თავშესაფარი აპირებს განაახლოს ხის ბაკები და საჯინიბოს ძველი ნაწილი, გაადიდოს სათავსოები ძაღლებისათვის, რაც ცხოველების კეთილდღეობისათვის მეტად აუცილებელია. სამწუხაროდ, მცირე ბიუჯეტის გამო, ზედიზედ უკვე რამდენიმე წელია, რაც მეპატრონეებს უწევთ ამ გეგმების მომდევნო წლისთვის გადადება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით დაწესებულების საქმიანობით და გსურთ ეწვიოთ თავშესაფრის ბინადარ ცხოველებს, გთხოვთ, არ მოგერიდოთ იქ დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირება! მადლობას გიხდით ყურადღებისათვის!

ბოლო შესყიდვა

სხვა კამერები ამ თავშესაფარში